ეგზოტური გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ პირობებს თქვენი დასვენების ორგანიზებისათვის. ჩვენ გულითადად გეპატიჟებით, რომ აღმოაჩინოთ საქართველო, ქვეყანა ცნობილი თავისი სტუმართმოყვარეობით, ლეგენდარული ნადიმის ტრადიციებით, უძველესი ისტორიით, უდიდესი კულტურული მემკვიდრეობით და საუცხოო ბუნებით. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით რომ ვიყოთ თქვენი მასპინძლები და გაჩვენოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ღირსშესანიშნაობანი. ჩვენი პროგრამის თანახმად თქვენ ეწვევით საქართველოს ყველა გეოგრაფიულ და ისტორიულ პროვინციას, სადაც თქვენ შეხვდებით სტუმართმოყვარე და შარმიან (მომხიბვლელ) ხალხს.
ჩვენ გპირდებით პროფესიონალურ სერვისს, უზრუნველვყოფთ კარგად ორგანიზებულ დასვენებას. ჩვენ შევძლებთ, რომ თქვენ დაბრუნდეთ აღსავსე დაუვიწყარი მოგონებებით. სამოგზაურო სააგენტოს საკუთრებაშია სასტუმრო ქართული სახლი, რესტორანი თამადა თბილისში. ტურისტული კომპანია ეგზოტური გთავაზობთ: საკურორტო მომსახურება საქართველოში და დასვენება საზღვარგარეთ, სასტუმროების დაჯავშნას საქართველოს რეგიონებში და ქალაქებში:
ამ ვებ გვერდებზე ჩვენ შევეცადეთ მოგვეყოლა თქვენთვის საქართველოს შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გვჯერა, რომ ბევრჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია.
ჩვენი შემოთავაზებები:
ჯგუფური ტური კლასიკური საქართველო დაგეგმილი თარიღები: 1 მაისი – 8 მაისი 2013 19 ივნისი – 26 ივნისი 2013 7 აგვისტო – 14 აგვისტო 2013 23 ოქტომბერი – 30 ოქტომბერი 2013 ტურპაკეტის ფასი: 545 აშშ დოლარი