გრანდ ჰოტელ უშბა აშენდა 1975 წელს როგორც საცხოვრებელი შენობა, გარემონტდა და სასტუმროდ გადაკეთდა 2009/2010 წლებში. თავიდან შენობა ეკუთვნოდა არგვლიანების ოჯახს. ამ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თვითონვე ჩაატარა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დაამზადა ავეჯი სასტუმროსთვის. კიდევ ერთი ამ ოჯახის წევრი არის გამორჩეული სვანი გიდი და გაუძღვება სტუმრებს ლაშქრობებზე ულამაზეს ადგილებში. ამ ოჯახის დედა კი არის სვანური სამზარეულოს ექსპერტი. გრანდ ჰოტელ უშბას აქვს 7 სასტუმრო ოთახი. დიზაინი სადაა და გემოვნებით გაკეთებული. ყველა ოთახშია ორი საწოლი, განკუთვნილია არამწეველთათვის. მოწევა ნებადართულია მხოლოდ სასტუმროს გარეთ. ყველა ოთახს აქვს მთის ხედი. ლუქსის ოთახებიდან იშლება ხედი მწვერვალ უშბაზე, რომლიც მდებარეობს ზღვის დონიდან 4710 მეტრზე. ასევე 4 ლუქსის ნომერს სამხრეთის მხარეს აქვს დორლას ხეობის და მთა ლაილას ხედები. (4008 მ). დასავლეთ მხარეს ორ სასტუმრო ოთახს აქვს მთა ბახისკენ ხედი (3137მ) . არის სველი წერტილები, დუში, და საუნა პირველ სართულზე. მიმღები, რესტორანი და ბარი არის პირველ სართულზე. რესტორანი გთავაზობთ ძალიან კარგ სვანურ კერძებს, გემრიელ ადგილობრივ მინერალურ წყალს და საუკეთესო ქართულ ღვინოებს. რესტორანი მოწყობილია სვანურ სტილსში. რესტორანი შესაძლებელია გამოყენოს საკონფერენციო ოთახად 25 კაციდან. კარგ ამინდში,აივნის ტერიტორიაც შესაძლებელია გამოვიყენოთ შეხვედრების ადგილად, რომელიც მდებარეობს პირველ სართულზე. სასტუმროს ასევე შეუძლია პიკნიკების მოწყობა, მთის და ქალაქგარეთ სხვა შეხვედრების მოწყობა.