ტურისტული კომპანია "ეგზოტური” წარმატებულად მუშაობს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე 1998 წლიდან. ყოველწლიურად ჩვენი მომსახურება ხდება უფრო და უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ტურისტულ და საკურორტო ორგანიზაციებთან და გთავაზობთ შიდა ტურიზმის მაღალი კლასის სამოგზაურო მომსახურებას, ორგანიზებას ვუწევთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს, სპორტულ და საქმიან სემინარებს. ჩვენ აგრეთვე ვთანამშრომლობთ წამყვან სამოგზაურო კომპანიებთან საზღვარგარეთ. სისტემატიურად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებზე. ჩვენს კომპანიას გადაეცა მადლობის წერილი პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ტურიზმის განვითარებაში პირადი წვლილის შეტანისათვის, საერთაშორისო სტანდარტების სხვადასხვა სირთულის ტურისტული მარშრუტების დამუშავებისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის.
ჩვენი კადრები დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ტურიზმის სპეციალისტებით, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ სემინარებსა და კონფერენციებში, პროფესიონალი რუსული, ინგლისური და გერმანულ ენოვანი გიდებით.
ჩვენ უზრუნველვყოფთ მოგემსახუროთ კომფორტაბელური ტრანსპორტით. მცირე ჯგუფებისთვის ჩვენ გთავაზობთ 4WDტიპის მანქანას, დიდი ჯგუფებისთვის კომფორტაბელურ ტრანსპორტს.
იმოგზაურეთ და დაგეგმეთ თქვენი არდადეგები "ეგზოტურთან” ერთად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დარწმუნდეთ საქართველო მთელს მსოფლიოში არის თქვენი მოგზაურობისათვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი.