დახვედრა, განთავსება სასტუმროში. საღამოს - ტურის ხელმძღვანელისა და პროგრამის გაცნობა სტუმარ-მასპინძელთა ქართულ სუფრასთან.
დღე 2
მიმოხილვითი ექსკურსია - თბილისის ხედი ფუნიკულიორიდან. "თბილისი ულამაზესი ქალაქია" მარკო პოლო XII ს. სიონის საკათედრო ტაძარი (VII ს), ანჩისხატის სამნავიანი ბაზილიკა (VI ს), ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი. ქ. მცხეთა (შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში): ჯვრის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი (586-604 წწ.), სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი (1010-1029 წწ.). თავისუფალი საღამო.
დღე 3
აღმოსავლეთ საქართველო - კახეთი, ღვინის ქვეყანა (160 კმ.): ვეწვევით წინანდლის სახლ-მუზეუმს და მარანს ენოთეკით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსს (XI ს მსოფლიოს უმაღლეს ტაძართა ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში). გზა თბილისისაკენ კავკასიონის გასწვრივ: შუასაუკუნეების ციხე-ქალაქი გრემი, ნეკრესის სამონასტერო კომპლექსი (IV ს).
დღე 4
დასავლეთ საქართველო - ძვ. წ. I ათასწლეულის სამეფო-კოლხას დედაქალაქი -ქუთაისი (249 კმ): გზად ქუთაისისაკენ შესაძლებელია სტალინის სახლ-მუზეუმის მონახულება, მიმოხილვითი ექსკურსია ქუთაისში: ბაგრატის ტაძარი (XI ს.). გელათის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი (XII ს უძველესი აკადემია - "მეორე იერუსალიმი". შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში). თავისუფალი საღამო ქ. ქუთაისში.
დღე 5
ექსკურსიის გაგრძელება: მოწამეთა მონასტერი (VII ს), ტურის გაგრძელება აჭარის რეგიონში (138 კმ) გონიოს ციხე (ძვ. წ. IV ს საქართველო-თურქეთის საზღვრის მახლობლად).. საღამოს გასეირნება ქ. ბათუმის ზღვისპირა პარკში.
დღე 6
ბათუმი–საპორტო ქალაქი, მიმოხილვითი ექსკურსია: ვნახავთ აგრეთვე ბოტანიკურ ბაღს. საღამოს გამგზავრება კურორტ ბორჯომში: გაცსინჯავთ მსოფლიოში სახელგანთქმულ მინერალურ წყალს, "ბორჯომს” - წყაროდან. ღამისთევა ბორჯომში.
დღე 7
(სამრეთ საქართველო, 214 კმ): ვარძიის სამონასტრო ასამბლი -კლდეში ნაკვეთი ცამეტსართულიანი ქალაქი (XII-XIII სს), დაბრუნება თბილისში.
დღე 8
მიმოხილვითი ექსკურსია, საქართველოს მთიანეთი-კავკასიონი: საქართველოს სამხედრო გზა (150 კმ), ანანურის ისტორიულ-არქიტექტორული კომპლექსი, გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი, ჯვრის უღელტეხილი(2395 მ.), დაბა ყაზბეგი, გერგეთის სამება(2170 მ) ულამაზესი ხედით ყაზბეგის მწვერვალზე(5033 მ). დაბრუნება თბილისში.
დღე 9
(შიდა ქართლის რეგიონი): თბილისთან ახლომდებარე ბოლნისის სიონი(V ს) და დმანისის ნაქალაქარი – პირველი ევროპელის სამშობლო. დაბრუნება თბილისში. საღამოს - სტუმართა გაცილების ქართული სუფრა.