ქართული | ENGLISH | РУССКИЙ
ამინდი
  ღამე დღე
თბილისი
გორი
ქუთაისი
რუსთავი

ბუნებრივი ნაკრძალი
ტურის ხანგრძლივობა: 8 დღე.

სამხრეთ კავკასიაში არსებულ მყინვართა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოშია. ბუნებრივმა პირობებმა ბევრად განაპირობეს, რომ მაღალმთიანი რეგიონები განსაკუთრებით მდიდარია ანტიკური დროიდან შემორჩენილი წეს-ჩვეულებებით, მრავალსაუკუნოვანი ციხე-სოფლებითა და ველური ბუნების ოაზისებით.

1 დღე: დახვედრა, განთავსება სასტუმროში, ღამის თბილისის ხედი ფუნიკულიორიდან.

2 დღე თბილისი-მცხეთა, მიმოხილვითი ექსკურსია: მეტეხის ეკლესია ხედით აბანოთუბანზე, ბოტანიკური ბაღი (დაარსებულია XVIIს-ის I ნახ), ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბა – თბილისელთა საყვარელი დასვენების ადგილი. ქ. მცხეთა, ხედი ჯვრის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსიდან, შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი (VI ს.). თავისუფალი საღამო.

3 დღე: დასავლეთ საქართველო, ვერტმფრენით გამგზავრება სვანეთის რეგიონში (შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო საგანძურთა ნუსხაში). მიმოხილვითი ექსკურსია: ადმინისტრაციული ცენტრი მესტია (1420 მ) - მრავალსაუკუნოვანი საცხოვრებელი ციხე-კოშკები ულამაზესი ხედებით. ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.

4 დღე: სოფელი უშგული (2200 მ, ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი ევროპაში). გაგაოცებთ ხელუხლებელი ბუნების, სვანური ყოფისა თუ ქრისტიანული და წარმართული რელიგიათა შერწყმის უნიკალურობა. ღამისთევა უშგულში.

5 დღე : მიმოხილვითი ექსკურსია სოფელ უშგულში. თავისუფალი საღამო.

6 დღე: ვერტმფრენით გამგზავრება ხევსურეთში, მიმოხილვითი ექსკურსია: ცენტრალური დასახლებული სოფელი –  შატილი, ღამისთევა შატილში.

7 დღე: ვერტმფრენით გამგზავრება თუშეთისაკენ (აღმოსავლეთ საქართველო).  მიმოხილვითი ექსკურსია: ცენტრალური დასახლებული სოფელი–ომალო - "ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ”. ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. საღამოს დაბრუნება თბილისში.

8 დღე: სტუმართა გამგზავრება.


ზემოაღნიშნული ტურები ავტოტრანსპორტით:                                                                                  ტურის ხანგრძლივობა: ყოველ რეგიონში 8 დღე. სეზონი მაისი-ოქტომბერი.

სვანეთი - ანტიკური დროიდან აოცებდა სტრაბონს, როდოსელს, აპიანეს, სხვა გეოგრაფებს, ისტორიკოსებს, პოეტებს. "სვანეთში ნიავღვრებს ჩამოაქვს ოქრო”- წერდა სტრაბონი (Iს.). სამხრეთ კავკასიაში არსებულ 540 მყინვარიდან ნახევარი სვანეთშია. აქაა ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი - უშგული (2200მ.). სვანეთში 270-მდე საცხოვრებელი ციხე-კოშკია, რომელთა უმეტესობა სულ მცირე ათასი წლისაა და 6 სართულს აღწევს. აქ გადარჩა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ამოტანილი ხატები, ხელნაწერები, ისტორიული განძეულობა...

1 დღე: დახვედრა, განთავსება. 2 დღე: თბილისის და მცხეთის ტური. 3 დღე: გამგზავრება სვანეთში (დასავლეთ საქართველო), გზად სვანეთისაკენ - ქ. ქუთაისი, მიმოხილვითი ექსკურსია: გელათის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია - სახელმწიფო ნაკრძალი მიწისქვეშა კასტრული მღვიმეებით. ღამისთევა ქუთაისში. 4 დღე: გამგზავრება სვანეთის რეგიონში (210 კმ), მიმოხილვითი ექსკურსია: ადმინისტრაციული ცენტრი მესტია (1420 მ). ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. თავისუფალი საღამო. 5 დღე: სოფ. უშგული (42 კმ). თავისუფალი საღამო. 6 დღე: მიმოხილვითი ექსკურსია სოფელ უშგულში (შესაძლებელია ლაშქრობა ცხენით ან ფეხით). ღამისთევა მესტიაში. 7 დღე: დაბრუნება თბილისში. თავისუფალი საღამო. 8 დღე: გამგზავრება.


თუშეთი - ცენტრალური დასახლებული სოფელი _ ომალო. სოფელი ესაა საგვარეულო თემი საკუთარი საკულტო სალოცავებით, საცხოვრებელი და საომარი დანიშნულების ციხე-სახლებით, წიწვოვანი ტყეებითა და ალპური მდელოებით. საოცრად ანტიკურია სოფლის საკულტო დღესასწაულები, საოჯახო საქმიანობა: ხალიჩების ქსოვისა თუ ლუდის ხარშვის არქაული პროცესი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ წარმართული ძეგლები გაცილებით მეტია ქრისტიანულზე.

1 დღე: დახვედრა, განთავსება. 2 დღე: თბილისის და მცხეთის ტური. 3 დღე:  გზად თუშეთისაკენ ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. ღამისთევა სოფლის სახლში. 4 დღე: ცენტრალური დასახლებული სოფელი ომალო. თავისუფალი საღამო. 5 დღე: მიმოხილვითი ექსკურსია: ომალო - "ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ”. 6 დღე: ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. (შესაძლებელია ლაშქრობა ცხენით ან ფეხით). 7 დღე: დაბრუნება თბილისში. თავისუფალი საღამო. 8 დღე: გამგზავრება.


ხევსურეთი - დასერილი სამი ღრმა ხეობითა და ოთხი მყინვარიანი ქედით. შატილი – სოფელი მიუვალ კლდეებზე მრავალსაუკუნოვანი საცხოვრებელი ციხე-კოშკებით, რომლებიც საჰაერო ხიდებით უკავშირდებიან ერთმანეთს. ანატორიის აკლდამა - სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინათ უკურნებელი სენით შეპყრობილი ხევსური გაეცლებოდა ოჯახს და სიკვდილს აქ ელოდებოდა. ხევსურთა მხედრული ბუნების გამო ზოგი მკვლევარი მათ წარმომავლობას "ჯვაროსნებს” უკავშირებს. ხევსურეთიდან მოდის ის უძველესი ტრადიცია – მებრძოლ მამაკაცებს შესწრებული ქალი მანდილს რომ ჩააგდებდა მათ შორის.

1 დღე: დახვედრა, განთავსება. 2 დღე: თბილისის და მცხეთის ტური. 3 დღე: გზად ხევსურეთისაკენ ანანურის ისტორიულ-არქიტექტორული კომპლექსი, გუდანის წმინდა გიორგი - ხევსურთა მთავარი საკულტო ადგილი. ღამისთევა სოფ. ბარისახოში. 4 დღე: ცენტრალური დასახლებული სოფელი შატილი. თავისუფალი საღამო. 5 დღე: ანატორიის აკლდამა. თავისუფალი საღამო. 6 დღე: მიმოხილვითი ექსკურსია. (შესაძლებელია ლაშქრობა ცხენით ან ფეხით). 7 დღე: დაბრუნება თბილისში. თავისუფალი საღამო. 8 დღე: გამგზავრება.


ეთნო ტური - დამატება წინასწარი დაკვეთით:

ტურის ხანგრძლივობა 2 დღე.

1 დღე: სტუმრად ქართულ ოჯახში. მონაწილეობა საოჯახო შრომით რიტუალში (რთველი, ღვინის მოვლა, «ზაოდობა”, ხალიჩების ქსოვა, კალოობა, ლუდის ხარშვა, ყველის დამზადება და ა.შ. სეზონის შესაბამისად და მხარის შრომითი ტრადიციების გათვალისწინებით). საღამოს სტუმარ-მასპინძლის ურთიერთგაცნობა ტრადიციულ ქართულ სუფრაზე.

2 დღე: მონაწილეობა ოჯახის ყოფითი რიტუალის მომზადებასა და მსვლელობაში: ქართულ ტრადიციულ ნიშნობაში, ჯვრისწერაში, ქორწილში, ნათლობაში, საიუბილეო საღამოზე და ა.შ. ფოლკლორის (ხალხური ცეკვა-სიმღერის) თანხლებით.


 

 
2007 © Exotour. საავტორო უფლებები დაცულია. დამზადებულია ITDC–ს მიერ.  ტურის ფასების კალკულატორი DESIGN.GE–ს მიერ.