ტურის ხანგრძლივობა: 8 დღე.
საქართველო ღვინის აკვანია, კახეთი კი მის გულს წარმოადგენს, თუმცა ქვეყნის ყველა რეგიონში იწარმოება ღვინო. ღვინის კერამიკული ჭურჭელი "ქვევრი” შეგხვდებათ თითქმის ყველა ანტიკურ ძეგლთან. ყურძნის რელიეფს ხშირად შეხვდებით ეკლესიის ფასადებზე. ქართველთათვის უდუდეს უპატივისცემლობად ითვლება თუ უარს იტყვით შეთავაზებულ ღვინოზე, რადგან საქართველოში არაა ცუდი ღვინო, არსებობს მხოლოდ კარგი და უკეთესი. განსაკუთრებით საოცარია ღვინო, რომელიც მომზადებულია "გლეხურად”. "მთელს მსოფლიოში არსად ისე კარგად არ ეხამება ადგილობრივი ღვინო ადგილობრივ კერძებს როგორც საქართველოში” - დეკანტერი-ინგლისური ჟურნალი.
1 დღე: დახვედრა თბილისის აეროპორტში, განთავსება სასტუმროში. ტურის ხელმძღვანელის, პროგრამისა და ურთიერთგაცნობის ცერემონიალი ქვევრის პირას. (მოვხდით ქვევრს და გავსინჯავთ ღვინოს ქვევრიდან – ასე ხვდებიან საპატიო სტუმარს საქართველოში).
2 დღე: მიმოხილვითი ექსკურსია თბილისი-მცხეთა: გასეირნება ძველ თბილისში ("დედას პური”, გუდის ყველი და ჭიქა ღვინო თონესთან). ქართლის დედა – მონუმენტი ღვინით სავსე სასმისითა და ხმლით ხელში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ – საქართველოს ყველა მხარისათვის დამახასიათებელი სახლ-კარითა და მევენახეობა-მეღვინეობის ატრიბუტიკით, საქართველოს არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. მცხეთა: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, არმაზხევის საველე მუზეუმი. საღამოს სტუმარ-მასპინძლობის ქართული სუფრა.
3 დღე: აღმოსავლეთ საქართველო-კახეთი, ღვინის ქვეყანა: წინანდლის სახლ-მუზეუმი და მარანი ენოთეკით – 1600 დასახელების 185 000 ბოთლი ორსაუკუნოვანი ღვინო. 10 ოქროსა და 9 ვერცხლის მედალის მფლობელ ღვინო «წინანდლის” დეგუსტაცია, მეფე ერეკლეს სახლ-მუზეუმი, იყალთოს აკადემია – XI საუკუნიდან აქ ისწავლებოდა მეღვინეობა, მევენახეობა, კერამიკა. ალავერდის სამონასტრო კომპლექსი შევიტყობთ ქართული სუფრის ეგზოტიკას "ალავერდობის” საეკლესიო რიტუალში. გავივლით ციხე-ქალაქ გრემს, "გრემის” კონიაკის ქარხანას, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს. საღამოს კახური ეგზოტიკური სუფრა: თონიდან – პურით, ბუხრიდან – მწვადით, არაყსახდელიდან - "ჭაჭით”, კასრიდან – ღვინით. ღამისთევა სოფლის სახლში.
4 დღე: სოფელი ვაზისაუბანი (ვაზი+უბანი) – გლეხური ღვინოების დეგუსტაცია, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ცენტრი, გურჯაანის ღვინის ქარხანა (ვაზის მოვლისა და ღვინის დამზადების «საიდუმლოებანი”). გზად თბილისისაკენ დავით გარეჯის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი (VI ს. ვაზი და ღვინო საეკლესიო რიტუალში). თავისუფალი საღამო. (შეგიძლიათ ღვინის სასმისთა უნიკალური კოლექციის შეძენა თბილისელ ხელოვანთა ბაზრობაზე).
5 დღე: დასავლეთ საქართველო-ქუთაისი, გზად უფლისციხე (კლდეში ნაკვეთი ანტიკური დროის ნაქალაქარი. ვაზი და ღვინო ანტიკური ციხე-ქალაქების ცხოვრებაში). გელათის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი, სათაფლია (ყოფილი ნავენახევი) სახელმწიფო ნაკრძალი, "ვარციხის” კონიაკის ქარხანა. საღამოს «იმერული სუფრა”. ღამისთევა ქუთაისში.
6 დღე: რაჭის რეგიონი: ნიკორწმინდის ტაძარი (1010-1014 წწ). წითელი, მოტკბო, სტალინის საყვარელი ღვინო – "ხვანჭკარის” დეგუსტაცია..
7 დღე: დაბრუნება თბილისში. საღამოს სტუმრებთან დამშვიდობების ქართული სუფრა – სამახსოვრო ფოტოსურათებით.
8 დღე: დილის ქართული საუზმე. სტუმართა გამგზავრება – ტრანსფერი თბილისის აეროპორტში.
გამოიანგარიშეთ ფასი ტურების კალკულატორით