
სპეციალური ტურ-შეხვედრები ქართულ ტრადიციულ სუფრასთან
ტურის ხანგრძლივობა 4 საათი.
სუფრის მართვა – თამადობა
სუფრის გაშლა-გაწყობა, სტუმართა განთავსება სუფრაზე, თამადის არჩევის პროვოცირება და არჩევის დემოკრატიული რიტუალი, «გლეხური” ღვინოების დეგუსტაცია – მოსალხენი ღვინის შერჩევა, თამადის მოადგილის დანიშვნა, «მუშა” სასმისების შერჩევა, «სუფრის კოდექსის” გაცნობა, თამადის პირველი სადღეგრძელოები . . . თუ თქვენ გამოავლენთ ღვინის დალევისა და არ თრობის უნარს, ცოდნას საქართველოს შესახებ და მჭერმეტყველებას, სიმღერის, ცეკვის, იუმორის ნიჭს ბუნებრივად დაიმსახურებთ სუფრის წევრთა სიმპათიებს და თამადის ღირსეულ მეტოქედ იქცევით. თამადის დამარცხებამდე ერთი ნაბიჯიღა გრჩებათ . . . ზედმეტად ნუ გადათვრებით, რადგან ფინალი არა სიმთვრალით, არამედ «თამადის" სამახსოვრო დიპლომებისა და სასმისების გადაცემით მთავრდება.
ტური გურმანებისათვის და არა მხოლოდ . . .
სურსათის შერჩევა – შეძენა თქვენთვის საინტერესო რეგიონის (მხარის) კულინარიისა და სუფრის გაწყობის ტრადიციების გათვალისწინებით; მოყვარულ მზარეულთა შერჩევა და სადილების მომზადება; სუფრის გაწყობის მსურველთა შერჩევა, სუფრის გაწყობა, მოყვარულ მიმტანთა შერჩევა; ღვინის (არყის) დეგუსტაცია და შერჩევა მხარის ტრადიციების გათვალისწინებით; თამადის – სუფრის ხელმძღვანელის არჩევა; ქეიფი – ლხინი . . .
გამარჯვებული მზარეულის, სუფრის დიზაინერისა და მიმტანის დაჯილდოვება.
პაემანი ღვინოსთან, "ჭაჭასთან"
ქარხნული წესით დამზადებული ღვინის (კონიაკის) დეგუსტაცია თბილისის ღვინის ქარხანაში; ღვინისა და კონიაკის სამრეწველო წარმოების ისტორიისა და მრავასაუკუნოვანი ენოთეკის გაცნობა. გლეხური წესით დამზადებული ღვინის (ჭაჭის არყის) დეგუსტაცია კომპანიის მარანში და ეთნოგრაფიულ დარბაზში "თამადობის” თანხლებით.

ვაზისა და ღვინის აპოგეა
ტურის ხანგრძლივობა 2 დღე.
რთველი – ყურძნის დაკრეფა-დაწურვა (სექტემბერ-ოქტომბერი).
1 დღე ციხე-ქალაქი სიღნაღი, გურჯაანის მემორიალი, სტუმად სოფლის (გლეხის) სახლში; სადილი მარანში და გასული წლის ოჯახური ღვინის დეგუსტაცია ქვევრიდან; ქვევრის, კასრების, საწნახელის (საწურავის) და გოდრების მომზადება; ვახშამი: თონის დანთება, პურის გამოცხობა, ცხელი პურისა და ჭაჭის (არყის) გასინჯვა თონის პირას; 2 დღე რთველი – ყურძნის კრეფის შრომითი რიტუალი; სადილი ვენახში – მწვადი წალამზე, ღვინის დეგუსტაცია; ყურძნის დაწურვა ქვევრში; გამგზავრება თბილისში.
ჩურჩხელის ამოვლება (სექტემბერ-ნოემბერი).
1 დღე დავით გარეჯის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი, სადილი ბუნებაში, სტუმრობა სოფლის (გლეხის) სახლში, ვახშამი, თავისუფალი საღამო. 2 დღე საუზმე თონის პირას – ცხელი პური და მწვადი თონიდან, გლეხური ღვინის - «მაჭარის” დეგუსტაცია; ბადაგის შედგმა, ფელამუშის მომზადება, ჩურჩხელის ამოვლება; სადილი: ლობიო ქოთანში, ფელამუში, ცხელი ჩურჩხელა და ჩაი-საფერავი ღვინით. გამგზავრება თბილისში.
ღვინის გადაღება და ჭაჭის გამოხდა (ოქტომბერ-აპრილი).
1 დღე წინანდლის სახლ-მუზეუმი, მარანი ენოთეკით, ღვინო «წინანდლის” დეგუსტაცია; ქ. თელავი – მეფე ერეკლეს სახლ-მუზეუმი, შუამთის სამონასტრო კომპლექსი, სადილი ბუნებაში; ალავერდის ტაძარი, სტუმრობა სოფლის (გლეხის) სახლში, ვახშამი, თავისუფალი საღამო. 2 დღე საუზმე მარანში და ახალი ღვინის დეგუსტაცია ქვევრიდან; ქვევრისა და კასრების მომზადება, ღვინის გადაღება და გამოსახდელი ჭაჭის ამოღება; ჭაჭის არყის გამოხდა; სადილი «ზაოდზე” – ცხელი ჭაჭის დეგუსტაცია; არყის დაყენება მუხის კასრებში; გამგზავრება თბილისში.