
ტურის ხანგრძლივობა: 12 დღე.
1 დღე: დახვედრა, განთავსება სასტუმროში. ტურის ხელმძღვანელისა და პროგრამის გაცნობა. გასეირნება ღამის თბილისში – ისტორიულ აბანოთუბანში.
2 დღე: მიმოხილვითი ექსკურსია, თბილისი-მცხეთა: მეტეხის ეკლესია, ქარვასლა (ქარავანსარაი), მცხეთის ხედი ჯვრის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსიდან; შოპინგ საათი – თბილისელ ხელოვანთა ნახატები, სუვენირები, ძველი ნივთები. საღამოს შეგიძლიათ გოგირდოვანი აბანოს დაკვეთა (ფასი – 25 ევრო კაცზე). «აქ წყალი ცხელია უცეცხლოდ” (არაბი მოგზაური იბნ ჰაუკალი, X ს). აქ უბანავიათ ფრანგ მოგზაურს შარდენს, ტურნეფორს, რუს პოეტებს პუშკინს, გრიბოედოვს...
3 დღე: დასავლეთ საქართველო (280 კმ), გზად – უფლისციხე. მიმოხილვითი ექსკურსია: ქუთაისი - ბაგრატის ტაძარი, გელათის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი. ვანი: ანტიკური დროის ნაქალაქარი.
4 დღე: ფოთი (ფაზისი), ბათუმი–საპორტო ქალაქი (77 კმ), მიმოხილვითი ექსკურსია: ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე. საღამოს მატარებლით დაბრუნება თბილისში.
5 დღე: დავით გარეჯის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი, ციხე-ქალაქი სიღნაღი. საღამოს მატარებლით გამგზავრება აზერბაიჯანში.
6 დღე: მიმოხილვითი ექსკურსია ბაქოში: ძველი ქალაქი, "ქალწულთა კოშკი” – გიზ გალასი (VII-XI სს), კარავანსარაი (XV ს), "ბაილოვის ქვები” (XII ს). თავისუფალი საღამო. 
7 დღე: აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმი, უსეუმ-ნაკრძალი «შირვანშახების სასახლე” (მე-15 ს) – აზერბაიჯანის არქიტექტურის მარგალიტი, რომელიც განლაგებულია ბაქოს ძველ ციხე-სიმაგრეში. საღამოს მატარებლით დაბრუნება თბილიში.
8 დღე: ბოლნისის სიონი და დმანისის ნაქალაქარი, საღამოს მატარებლით გამგზავრება სომხეთში.
9 დღე: ერევანი - მიმოხილვითი ექსკურსია: გარნის ტაძარი (II ს-ის ერთადერთი წარმართული ტაძარი, რომელიც დღემდე დგას სასომხეთში), სამონასტრო კომპლექსი ეჩმიაძინი. თავისუფალი საღამო.
10 დღე: სევანის ტბა, ევრაზიის ერთერთი უდიდესი ტბა მთებში. საღამოს დაბრუნება თბილიში.
11 დღე: ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი.
12 დღე: სტუმართა გამგზავრება.