ქართული | ENGLISH | РУССКИЙ
ამინდი
  ღამე დღე
თბილისი
გორი
ქუთაისი
რუსთავი

არგონავტების ნაკვალევზე

ტურის ხანგრძლივობა: 9 დღე.

 

კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი გრანდიოზული კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისათვის, როგორც 25 საუკუნიან მითს ,,ოქროს საწმისის” შესახებ. ბერძენი ,,არგონავტები” და იაზონი; ოქროს საწმისი და კოლხეთიდან მისი გატაცების ისტორია; კოლხთა მეფის გრძნეული ასული მედეასა და იაზონის ტრაგიკული სიყვარული; მედეა, როგორც შვილთმკვლელი დედა; მედეას სახელი მკურნალობისა და ფარმაციის საერთო სახელი – მედიცინეს საფუძველი, ფაზისის ნაპირებიდან წაყვანილი ქართული ხოხობის – ფაზანის მსოფლიოში გავრცელებ

ის ისტორია და ა.შ. გახდა ევრიპიდეს, სოფოკლეს, სენეკას, ესქილეს, როდოსელის, ოვიდიუსის, ჰეროდოტეს, პლატონის, არისტოტელეს, ციცერონის და შემდგომ, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, ბალკანეთის, ამერიკის და ა.შ. ქვეყნების ცნობილ პირთა მოღვაწეობის სერიოზული ყურადღების ღირსი.

1 დღე: დახვედრა თურქეთში . სტამბულის (ანტიკური კონსტანტინოპოლის) აეროპორტში, ტრანსფერი, განთავსება სასტუმროში. თავისუფალი საღამო.

2 დღე: სტამბული. მიმოხილვითი ექსკურსია. საღამოს «შოპინგ საათი".

3 დღე: ტრანსფერი სტამბულის აეროპორტში. გამგზავრება საქართველოში. . ბათუმი (აჭარის რეგიონი). განთავსება სასტუმროში. (ტურის დაწყება და სტუმართა მიღება შესაძლებელია აგრეთვე ბათუმის აეროპორტში ან საზღვაო პორტში).

4 დღე: მიმოხილვითი ექსკურსია ანტიკური დროის საპორტო ქალაქებში: ბათუმი (ბათუსღრმა ყურე) - გონიოს ციხე, ბოტანიკური ბაღი და გამგზავრება ფოთში (ფაზისი) - გასეირნება მდ. რიონზე, პალიასტომის ტბაზე. ღამისთევა ფოთში.

5 დღე: გამგზავრება სვანეთში (,,სვანეთში ნიავღვრებს ჩამოაქვს ოქრო, სვანები აგროვებენ მას ცხვრის ტყავების საშუალებით”- ტრაბონი I .), ადმინისტრაციული ცენტრი მესტია. ღამე მესტიაში.

6 დღე მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. თავისუფალი საღამო.

7 დღე: გამგზავრება ქუთაისში (ძვ.. I ათასწლეულის სამეფო კოლხას დედაქალაქში), მიმოხილვითი ექსკურსია: გელათის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი, ბაგრატის ტაძარი, ვანიანტიკური დროის ნაქალაქარი. ღამისთევა ქუთაისში.

8 დღე: გზად თბილისისაკენ უფლისციხე (ძვ.. VI-V სს, კლდეში ნაკვეთი ანტიკური დროის ნაქალაქარი), მცხეთა (I ათასწლეულის იბერიის სამეფო დედაქალაქი) - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ,,პომპეუსის ხიდისნანგრევები. თბილისი, მიმოხილვითი ექსკურსია: ციხე-სიმაგრე ნარიყალა(IV .). სიონის საკათედრო ტაძარი, საქართველოს არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.

9 დღე: სტუმართა გამგზავრებატრანსფერი თბილისის აეროპორტში.

 
2007 © Exotour. საავტორო უფლებები დაცულია. დამზადებულია ITDC–ს მიერ.  ტურის ფასების კალკულატორი DESIGN.GE–ს მიერ.