ქართული | ENGLISH | РУССКИЙ
ამინდი
  ღამე დღე
თბილისი
გორი
ქუთაისი
რუსთავი

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა
ტურის ხანგრძლივობა: 9 დღე. 

იუნესკოს გადაწყვეტილებით და მისივე პატრონაჟით 2005 წელს საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 2000 წელი. 

გადმოცემის თანახმად მცხეთაში, ამჟამინდელი სვეტიცხოვლის ტაძრის ადგილას, დაუფლავთ ქრისტეს კვართი (პერანგი). ეს პერანგი თავად დედა ღვთისმშობელს მოუქსოვია იესო ქრისტესთვის. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დღესაც საქართველოს მთავარი ტაძარი და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრია.

მცხეთა ახ.წ. IV საუკუნემდე, აღმოსავლეთ საქართველოს-იბერიის დედაქალაქი იყო. სწორედ აქ 337 წელს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. მას წინ უძღოდა ანდრეა პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის და სხვათა სამისიონერო მოღვაწეობა, რომელნიც მარიამ ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით ჩამობრძანდნენ საქართველოში. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში სწორედ მარიამ ღვთისმშობელს ხვდა წილად საქართველოს მფარველობისა გაქრისტიანების ხვედრი. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება კი უშუალოდაა დაკავშირებული რომის მხედართმთავარ ზაბულონის შვილ ნინოსთან...

საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა. მისთვის უცხოა ინკვიზიციური პროცესები. თბილისში აბანოთუბნის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილია მართლმადიდებლური, კათოლიკური, გრიგორიანული ეკლესიები, მეჩეთი, სინაგოგა და აშ.

 

1 დღე: დახვედრა აეროპორტში, ტრანსფერი, განთავსება სასტუმროში. საღამოს გაისეირნება ფეხით თბილისის ტოლერანტულ აბანოთუბანში.

2 დღე: მცხეთა, მიმოხილვითი ექსკურსია: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვრის სამონასტრო კომპლექსი, სამთავროს დედათა მონასტერი (IV ს., XI ს.), ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი (VI ს.-1390 მ. ზღვის დონიდან). შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი ბერების საცხოვრებელი ქვაბულებით. თავისუფალი საღამო.

3 დღე: მიმოხილვითი ექსკურსია – თბილისი: წმინდა სამების ტაძარი - საქართველოს «საუკუნის მშენებლობა”; მეტეხის მოქმედი ეკლესია (XIII ს.); სიონის საკათედრო ტაძარი - საპატრიარქო კათედრა; ანჩისხატის სამნავიანი ბაზილიკა - მოქმედი ეკლესია; ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; მთაწმინდა – საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი; თბილისთან ახლომდებარე ბოლნისის სიონი (478-493 წწ) ქრისტიანული სკულპტურისა და არქიტექტურის უძველესი ნიმუშები.
4 დღე: აღმოსავლეთ საქართველო – ძველი ჰერეთის სამეფო (150 კმ): დავით გარეჯის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი ბერების საცხოვრებელი ქვაბულებით; ციხე-ქალაქი სიღნაღი, ბოდბის მონასტერი (წმ. ნინოს საფლავი). შუამთის მონასტერყ (V ს.), ალავერდის საეპისკოპოსო. დაბრუნება თბილისში.

5 დღე: სამხრეთ საქართველო – ძველი ტაო-კლარჯეთის სამეფო (240 კმ): ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი.

6 დღე: ქუთაისი: ბაგრატის ტაძარი, გელათის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი, მოწამეთა მონასტერი.

7 დღე: გზად თბილისისაკენ - ურბნისის არქიტექტურული კომპლექსი (V-VI სს) და ანტიკური დროის ნაქალაქარი (ძვ.წ.VI-III სს).

8 დღე: საქართველოს მთიანეთი-კავკასიონი, ექსკურსია საქართველოს სამხედრო გზაზე (150კმ): ანანურის სამონასტრო კომპლექსი, ჯვრის უღელტეხილი (2395 მ.), დაბა ყაზბეგი - გერგეთის სამება (2170 მ) ულამაზესი ხედით ყაზბეგის მწვერვალზე (5033 მ). დაბრუნება თბილისში.

9 დღე: სტუმართა გამგზავრება – ტრანსფერი თბილისის აეროპორტში.

 

 
2007 © Exotour. საავტორო უფლებები დაცულია. დამზადებულია ITDC–ს მიერ.  ტურის ფასების კალკულატორი DESIGN.GE–ს მიერ.