
ლაშქრობები
ტურის ხანგრძლივობა: 1-5 დღე. სეზონი მაისი-ოქტომბერი
ზედაზენი.
გამგზავრება საგურამოში (20 კმ). ლაშქრობა: ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ძველი ეკლესია, ზედაზენის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი (3 კმ). საღამოს დაბრუნება თბილისში.
არმაზი.
გამგზავრება ქ. მცხეთაში (15 კმ). ლაშქრობა: საველე მუზეუმი, არმაზციხე, ღვთისმშობლის ეკლესია (5 კმ). საღამოს დაბრუნება თბილისში.
ბეთანია.
ლაშქრობა: მდ. ვერეს ხეობა, ბეთანიის სამონასტრო კომპლექსი (5 კმ). საღამოს დაბრუნება თბილისში.
კავკასიონი
1 დღე: გამგზავრება - საქართველოს სამხედრო გზა, დაბა ყაზბეგი (149 კმ). ლაშქრობა: გერგეთის სამება (2070 მ), ღამისთევა კარვებში. 2 დღე: ტაძრის დათვალიერება, დაბა ყაზბეგი (3 კმ). საღამოს
დაბრუნება თბილისში.
კავკასიონი
1 დღე: გამგზავრება - საქართველოს სამხედრო გზა, სოფ. ჯუთა (120 კმ). ლაშქრობა: დაბანაკება 2800 მეტრზე, ღამისთევა კარვებში. 2 დღე: გასეირნება ტბაზე, ალპური ფლორა და ფაუნა, სოფ. ჯუთა (5 კმ). საღამოს დაბრუნება თბილისში.
კავკასიონი
1 დღე: გამგზავრება კახეთში, თამარის წყარო (130 კმ). ლაშქრობა: ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი (2 კმ), დაბრუნება, ღამისთევა სოფლის სახლში. 2 დღე: 40 მოწამის ეკლესია, სანაგირის სამონასტრო კომპლექსი (3 კმ). საღამოს დაბრუნება თბილისში.
ბირთვისი
1 დღე: გამგზავრება სოფ. ტბისში (75 კმ). ლაშქრობა: სოფელი ციხე, დედაციხე (5 კმ), ღამისთევა კარვებში. 2 დღე: შეუპოვარის ციხე, სოფელი ტბისი (7 კმ). საღამოს დაბრუნება თბილისში.
ფიტარეთი
1 დღე: გამგზავრება სოფ. ტანძიაში (75 კმ.), სულხან საბა ორბელიანის სახლმუზეუმი. ლაშქრობა: მდინარე ხრამის ფორსირება, ციხესიმაგრე ხულუტი (4 კმ), ღამისთევა კარვებში. 2 დღე: მიტოვებული სოფ. ფიტარეთი, ფიტარეთის მონასტერი (7 კმ), ღამისთევა კარვებში. 3 დღე: სოფ. ახკალა (5 კმ). საღამოს დაბრუნება თბილისში.
ვარძია
1 დღე: გამგზავრება სოფ. გოგაშენში (240 კმ.). ლაშქრობა: ვარძია, ზედა ვარძია(4 კმ), ღამისთევა კარვებში. 2 დღე: ვანის ქვაბები, თმოგვის ციხე (7 კმ.), ღამისთევა კარვებში. 3 დღე: სოფ. ხერთვისი, ხერთვისის ციხე-სიმაგრე (12 კმ) ღამისთევა კარვებში. 4 დღე: დაბრუნება თბილისში.
ტვიბერის ხეობა
1 დღე: გამგზავრება ზუგდიდში (339 კმ), დადიანების სასახლე, ღამისთევა ზუგდიდი. 2 დღე: მესტია - ეთნოგრაფიული მუზეუმი, ნარზანის წყარო. 3 დღე: სოფ. ჟაბეში (1600 მ), ტვიბერის ხეობა, მაცხოვარის ეკლესია, ღამისთევა ჟაბეშში. 4 დღე: დაბრუნება მესტიაში. თავისუფალი საღამო. 5 დღე: დაბრუნება თბილისში.
ცხენოსნობა
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ორგანიზება გავუწიოთ საცხენოსნო ტურებს საქართველოს მთიან რეგიონებში. მთებში ცხოვრება წარმოუდგენელია ცხენის გარეშე, განსაკუთრებით კი – ხევსურეთის, თუშეთის, ხევის, რაჭის პროვინციებში. კავკასიური ცხენი ძალიან ძლიერი და მოხერხებულია (სწრაფია), თქვენ ისინი გატარებენ მთის ბილიკებზე და თქვენ თავს იგრძნობთ, როგორც ამ არაჩვეულებრივი ადგილების განუყოფელი ნაწილი.