ექსტრიმი
ნადირობა გარეულ ღორზე
ტურის ხანგრძლივობა: 6 დღე. სეზონი ნოემბერ-დეკემბერი.
1 დღე: დახვედრა, ტრანსფერი, განთავსება ტურისტული კომპანიის სასტუმროში, თავისუფალი საღამო.
2 დღე: გამგზავრება აღმოსავლეთ საქართველოში (180 კმ), მიმოხილვითი ექსკურსია: ციხე-ქალაქი სიღნაღი, ბოდბის მონასტერი, საღამოს განთავსება კავკასიონის კალთებისა და მდ. ალაზნის მიმდებარედ - მონადირის სახლში. სამონადირეო წესებისა და პირობების გაცნობა, შესაბამისი ფორმალობები. შეხვედრა ეგერებთან (გამყოლებთან), იარაღისა და ძაღლების შერჩევა, ნადირობის დაგეგმვა. თავისუფალი საღამო.
3 - 4 დღე: გასვლა სანადიროდ, განწესება ჩასაფრების ადგილებში, სარეკების მოწყობა, ნადირობა. ნანადირევის მოძიება, ტრანსპორტირება მონადირის სახლში, დამუშავება ეგერების (გამყოლების) დახმარებით. გამარჯვებული მონადირის დაჯილდოვება.
5 დღე: დაბრუნება თბილისში, მიმოხილვითი ექსკურსია: სამების ტაძარი, მეტეხის ეკლესია, აბანოთუბანი, სიონის საკათედრო ტაძარი, ანჩისხატის ეკლესია. საღამოს ნანადირევისაგან დამზადებული ქართული სამზარეულოს გაცნობა კომპანიის ეთნოგრაფიულ რესტორანში.
6 დღე: გამგზავრება, ტრანსფერი.
ნადირობა ფრინველზე
ტურის ხანგრძლივობა: 6 დღე. სეზონი აგვისტო-თებერვალი.
1 დღე: დახვედრა, ტრანსფერი, განთავსება ტურისტული კომპანიის სასტუმროში, თავისუფალი საღამო.
2 დღე: გამგზავრება აღმოსავლეთ საქართველოში (180 კმ) – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ციხე-ქალაქი სიღნაღი, საღამოს განთავსება კავკასიონის კალთებისა და მდ. ალაზნის მიმდებარედ, მონადირის სახლში, სამონადირეო წესებისა და პირობების გაცნობა, შესაბამისი ფორმალობები. შეხვედრა ეგერებთან (გამყოლებთან), იარაღისა და ძაღლების შერჩევა, ნადირობის დაგეგმვა. თავისუფალი საღამო.
3 - 4 დღე: გასვლა სანადიროდ. ნადირობის ორგანიზება: საველე ნადირობა ან საფარის მოწყობა-განთავსება (ფრინველის სახეობის შესაბამისად). ნანადირევის მოძიება, ტრანსპორტირება მონადირის სახლში, დამუშავება ეგერების (გამყოლების) დახმარებით. გამარჯვებული მონადირის დაჯილდოვება.
5 დღე: დაბრუნება თბილისში, მიმოხილვითი ექსკურსია თბილისი, მცხეთა: აბანოთუბანი, ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. საღამოს ნანადირევისაგან დამზადებული ქართული სამზარეულოს გაცნობა კომპანიის ეთნოგრაფიულ რესტორანში.
6 დღე:B გამგზავრება, ტრანსფერი.
თევზაობა მდინარეზე, ტბაზე
ტურის ხანგრძივობა 6 დღე.
1 დღე: დახვედრა, ტრანსფერი, განთავსება ტურისტული კომპანიის სასტუმროში, თავისუფალი საღამო.
2 დღე: გამგზავრება სათევზაოდ თბილისიდან 120-180 კმ-ის ფარგლებში (შემოგთავაზებთ ათამდე მარშრუტს), სათევზაო ადგილის შერჩევა, კარვების გაშლა-განთავსება, მეთევზეთა საერთო კარავის მოწყობა, თევზაობის წესების, პირობების გაცნობა; მეთევზეთა ადგილების დამაგრება, თავისუფალი საღამო.
3 - 4 დღე: გასვლა მეთევზეთა დამაგრებულ სათევზაო ადგილებში, თევზაობა, დაჭერილი თევზის შეგროვება, ტრანსპორტირება მეთევზეთა კარავში, დამუშავება მომსახურე პერსონალის დახმარებით, გამარჯვებული მეთევზის დაჯილდოვება.
5 დღე: კარვების აშლა, დაბრუნება თბილისში, მიმოხილვითი ექსკურსია თბილისი, მცხეთა: სამების ტაძარი, აბანოთუბანი, ჯვრის მონასტერი. საღამოს «თევზეულისაგან დამზადებული ქართული სამზარეულოს” გაცნობა კომპანიის ეთნოგრაფიულ რესტორანში.
6 დღე: გამგზავრება, ტრანსფერი.